თავში

"ვგმობთ ჟურნალისტებზე მასობრივ თავდასხმას" - რეპორტიორები საზღვრების გარეშე

"ვგმობთ ჟურნალისტებზე მასობრივ თავდასხმას" - რეპორტიორები საზღვრების გარეშე
ვგმობთ ჟურნალისტებზე მასობრივ თავდასხმას - რეპორტიორები საზღვრების გარეშე

ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრების გარეშე" განცხადებას ავრცელებს, რომლითაც თბილისში მიმდინარე პროცესებს ეხმაურებიან.

"დღეს თბილისში, სულ მცირე ათობით ჟურნალისტი გახდა ულტრამემარჯვენეების თავდასხმის მსხვერპლი, როდესაც ისინი დაგეგმილი ღირსების მარშის წინააღმდეგ გარეთ გამოვიდნენ. რეპორტიორების საზღვრების გარეშე ვგმობთ ამ მასობრივ თავდასხმას და მოვუწოდებთ ხელისუფლებას ასევე დაგმონ და ნათელი მოჰფინონ ძალადობის ყველა ფაქტს", - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმისას სხვადასხვა მედიასაშუალების 53 წარმომადგენელი დაშავდა.

გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 8 პირი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system