თავში

"ვიდეო დაიდოს, გელოდებით" - ელისო კილაძე

"ვიდეო დაიდოს, გელოდებით" - ელისო კილაძე
ვიდეო დაიდოს, გელოდებით - ელისო კილაძე

"ქრონიკა პლიუსის" რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ჟურნალისტი კალაძე-გახარიას შეხვედრასა და კობახიძის განცხადებას ეხმაურება.

"შეხვედრა მერიაში შედგაო, -კალაძემ.

გახარიამ კალაძეს ფული მოსთხოვაო, -კობახიძემ.

სუსი ყველაფერს უსმენს, კალაძეს მათ შორის, და შეხვედრის ჩანაწერი არ არსებობს?

ფულის მოთხოვნის ვიდეო დაიდოს - გელოდებით.

p.s. კრებსები იქნებოდა საინტერესო და შემდგომი ორიენტირი", - წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში.

კალაძისა და გახარიას შეხვედრის შესახებ დღეს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საკუთარი კანდიდატურა რომ არ დაეყენებინა, გახარია "ოცნებისგან" ფულს ითხოვდა.

გიორგი გახარია ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.

მოგვიანებით, კახა კალაძემ გახარიასთან შეხვედრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა. 

"თბილისის მერიაში მოხდა შეხვედრა, თუმცა არაფერი ისეთი, მითხრა, რომ აპირებდა თავისი კანდიდატურის დაყენებას და ეს რომ არ გამეგო ტელევიზიით", -განაცხადა კალაძემ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ პარტია "საქართველოსთვის" თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system