თავში

ვიღაცებს მიზანში აქვთ ამოღებული საქართველო-თურქეთის ურთიერთობა - თურქეთის ელჩი

ვიღაცებს აქვთ ამოღებული საქართველო-თურქეთის ურთიერთობა - თურქეთის ელჩი
ვიღაცებს მიზანში აქვთ ამოღებული საქართველო-თურქეთის ურთიერთობა - თურქეთის ელჩი

"ჩვენ თვალს ვადევნებთ პროპაგანდას, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველო-თურქეთის ურთიერთობის საბოტაჟს ისახავს მიზნად. ბატონი ღარიბაშვილის თურქეთში ვიზიტი, უპირველესად, თურქეთისადმი საქართველოს დამოკიდებულებას ასახავს", - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანმა „კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ელჩი განმარტავს, რომ თურქეთის საქართველოსადმი დამოკიდებულება მათ შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებული არ არის.

„კავკასიაში სხვა ქვეყნების პოლიტიკა შეიძლება მართლაც ამგვარი იყოს, თუმცა თურქეთისა - არა. თურქეთი, როგორც ნატო-ს წევრი ქვეყანა, თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიზნით საქართველოს ბევრი მიმართულებით ეხმარება. თუ ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაცია კვლავ იქნება ქართველი ხალხის, ხელისუფლების სურვილი, მაშინ ამ მხრივ თურქეთის მხარდაჭერა კვლავაც გაგრძელდება. თურქეთისთვის საქართველო სტრატეგიული პარტნიორია იმის მიუხედავად, გახდება თუ არა ის ნატოს წევრი ქვეყანა.

თურქეთში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა ­ „ექვსთა პლატფორმაზე" საუბრისას განაცხადა: „საქართველო რეგიონში არის გასაღები!" თუმცა დასძინა, თუ სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო სამმხრივ ფორმატს შექმნიან, თურქეთი მზად არის, ამას მხარი დაუჭიროსო.

თურქეთი და საქართველო რეგიონის მნიშვნელოვანი ქვეყნებია და ჩვენი პოზიციები თანხვდება ერთმანეთს... ისინი, ვისაც მიზანში აქვს ამოღებული საქართველო-თურქეთის ურთიერთობა, ამას სხვაგვარი ინტერპრეტაციით წარმოაჩენენ”, - განაცხადა ელჩმა.

მან ასევე ყარაბაღის ომზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „თურქეთი ყარაბაღის ომში მხარე არ ყოფილა“.

„აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეული იყო და მისი რეგიონები - ოკუპირებული. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაც დარღვეულია. პრინციპები, რა თქმა უნდა, არსებობს,­ თუმცა თურქეთი ომის მონაწილე­ არ ყოფილა”, - განაცხადა ფატმა ჯერენ იაზგანმა.

როგორც ელჩი განმარტავს, თურქეთი პატივს სცემს არა მარტო საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ მათ სუვერენიტეტს.

„ზემოთ ვახსენე, რომ ვიღაცებს მიზანში აქვთ ამოღებული საქართველო-თურქეთის ურთიერთობა და ამისთვის ჰიბრიდულ ტექნოლოგიებს იყენებენ. ვფიქრობ, ანალოგიური საფრთხე საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობასაც ემუქრება”, - აცხადებს ფატმა ჯერენ იაზგანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system