თავში

"ვიგუდები, ვიტანჯები, ტკივილისგან აღრ ვარ, 10:00 საათიდან სასწრაფოს ველოდები" - VIDEO

ნ აღრ ვარ, 10:00 საათიდან სასწრაფოს ველოდები" - VIDEO
ვიგუდები, ვიტანჯები, ტკივილისგან აღრ ვარ, 10:00 საათიდან სასწრაფოს ველოდები - VIDEO

სოციალურ ქსელში ახალგაზრდა ქალი, სალომე კვარაცხელია, რომელსაც კორონავირუსისთვის დამახსიათებელი სიმპტომები აქვს, წერს, რომ სასწრაფო დახმარების მანქანას დილიდან ელოდება. 

მას სუნთქვის უკმარისობა აქვს და ტკივილები აწუხებს. 

"დილის 10 საათის მერე სასწრაფოს ველოდები ვიგუდებითქოოო!!! ვერ ვსუნთქაავ!... ტკივილისგაან აღარ ვარ!! ვიტანჯეეებითქო!!! ვერვჭამ ვერ ვსვამ!

9 საათია სასწრაფოს ველოდები!!! მალე მოვალთ გაუძელიო! აღარ მჭირდება!! რო გავიგუდები,  მერე იბლუყუნეთ დიაბეტი ქონდა ან კენჭის გავლა და მაგით მოკვდაოთქო!" - წერდა კვარაცხელია რამდენიმე საათის წინ. 

ცოტა ხნის წინ კი მან ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც 112-თან განხორციელებული მორიგი ზარია ჩაწერილი. 

"ძალიან ეფექტურები რომ ხართ მაგიტო გარდაიცვალა ამდენი ადამინაი!! ვირუსი აქ არაფერ შუაშია! ბიზნესად ქცეული ჯანდაცვა!

ვიღაც თუ არ ჩავრიე ისე სასწრაფო არ მოვიდა, რა პრივილეგიებით არჩევთ???? თუ ვინმე არ გვყავს რას ვშვებით ? ვკვდებით??" - წერს ის. 

ამის შემდეგ მან სოციალურ ქსელში დახმარება ითხოვა საავადმყოფომდე მისასვლელად.  

"საშვიანი ვინმე არ მყავხართ? უბრალოდ რომელიმემ სავადმყოფომდე მიმიყვანეთ" - წერს სალომე კვარაცხელია. 

report.ge სალომე კვარაცხელიას დაუკავშირდა. მას ამ დრომდე კორონავირუსი დადასტურებული არ აქვს. მისი განმარტებით, სიმპტომების გამოვლენის შემდეგ 112-ს დაუკავშირდა და ტესტირება მოითხოვა, თუმცა უშედეგოდ. 

სალომე ამბობს, რომ მასთან ამ წუთებში მიდის ადამიანი, რომელსაც ე.წ კომენდანტის საათებში გადაადგილების უფლება აქვს, თუმცა პაციენტი ღელავს, რომ საავადმყოფოში მისი მოთავსება გართულდება.

"მოდის ერთი ბიჭი, რომელიც წამიყვანს, მაგრამ ახლა იმასაც მეუბნებიან, მაინც არცერთი საავადმყოფო არ მიგიღებსო. დილით, როცა ჯერ კიდევ დამოუკიდებლად გადაადგილება შემეძლო, დავრეკე 112-ში და ვითხოვე ტესტი, მაგრამ არავინ მოვიდა. ახლა თუ მოვხვდი კლინიკაში, ალბათ ამაღამ მომიწევს ტესტის ჩაბარება" - გვითხრა სალომემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system