თავში

"ვიქნები ორიგინალური" - რას გეგმავს ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის საბჭოდან წასვლის შემდეგ

"ვიქნები ორიგინალური" - რას გეგმავს ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის საბჭოდან წასვლის შემდეგ
ვიქნები ორიგინალური - რას გეგმავს ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის საბჭოდან წასვლის შემდეგ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ეწურება, დღეს შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა.

როგორც ჯანეზაშვილმა მედიასთან განაცხადა, აპირებს ორგანიზაციის დაფუძნებას, რომელიც სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების აღმოფხვრაზე იმუშავებს. 

ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ორიგინალური იქნება და პოლიტიკაში არ წავა.

"ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩემი პარტნიორი იყო მედია და საზოგადოება. ამიტომ მინდა, მედიას გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა. რომ არა თქვენ, ის პრობლემები, რომელიც არსებობს სასამართლო სისტემაში, არ გასაჯაროვდებოდა და საზოგადოება ვერ შეიტყობდა. რაც შეეხება ჩემს გეგმებს, ვიქნები ორიგინალური და არ წავალ პოლიტიკაში. გადავწყვიტე სასამართლო სისტემაზე ძალიან სიღრმისეული და ფუნდამენტური მუშაობა. არ ვაპირებ ეს ეტაპი დავასრულო და შევეგუო იმ მდგომარეობას, რაც ჩვენი ქვეყნის სასამართლო სისტემაშია. მე ვაპირებ, დავაფუძნო ორგანიზაცია, რომელიც იმუშავებს სასამართლო თემაზე და ახალი მეთოდებით ვაპირებ ამ საკითხზე სიღრმისეულ მუშაობას. ეს არის ის, რაც დღეს ჩვენს ხალხს სჭირდება. მთავარი მიზანია სასამართლო გახდეს დამოუკიდებელი და ეფექტიანი. ვაპირებ ინტენსიურ მუშაობას ჩვენს მოქალაქეებთან", – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

ცნობისთვის, ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად პარლამენტის მიერ ოთხი წლის ვადით იყო არჩეული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system