თავში

ცნობილი თურქი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობას უცხადებს

ცნობილი თურქი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობას უცხადებს
ცნობილი თურქი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობას უცხადებს

ცნობილი თურქი ექიმი ჯანერ ჯენგიზ თურანი, ქართველ კოლეგას ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელიც დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმის მიერ არის დაკავებულისოლიდარობას უცხადებს. თურქი მედიკოსი მხარდამჭერ პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

,,მინდა გამოვეხმაურო რუსი ოკუპანტების მიერ, საოკუპაციო ხაზთან, ქართულ მიწაზე, საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის, ექიმ - ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დაკავების ფაქტს. მინდა სრული თანადგომა გამოვხატო ჩემი კოლეგის მიმართ და მალათიის ორთოპედ-ტრავმატოლოგთა გაერთიანების სახელით შევუერთდეთ ქართველ ექიმთა ლეგიტიმურ მოთხოვნას - დაუყოვნებლივ იქნეს გათავისუფლებული ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილი. სოლიდარობა და თავისუფლება ბატონ ვაჟას! აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!", - წერს თურქი ექიმი სოციალურ ქსელში. 

ვაჟა გაფრინდაშვილი დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმის ტყვეობაში 9 ნოემბრიდან იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქციები გაიმართა დღეს დედაქალაქსა და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა "თეთრი ხალათების" აქცია თავიანთი კლინიკების ტერიტორიაზე გამართეს. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system