თავში

ვიმსჯელეთ მოქმედი შეზღუდვების აღსრულების გამკაცრებაზე - ტიკარაძე

ვიმსჯელეთ მოქმედი შეზღუდვების აღსრულების გამკაცრებაზე - ტიკარაძე
ვიმსჯელეთ მოქმედი შეზღუდვების აღსრულების გამკაცრებაზე - ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე არსებული შემზღუდავი ღონისძიებების აღსრულების გამკაცრებაზე იმსჯელა. 

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, სიტუაციის დასტაბილურება მოსახლეობამ არასწორად არ უნდა აღიქვას. მინისტრის ინფორმაციით, აკრძალვის მიუხედავად, ქორწილები და ქელეხები მაინც იმართება. .

„ჩვენ ყოველ დღე ვაანონსებთ, რომ შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ჩვენ დღეს საბჭოზე ვიმსჯელეთ ყველა იმ ღონისძიების აღსრულების გამკაცრებაზე, რომელიც დღეს მოქმედებს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა რეგიონში გათვალისწინებული იყოს და თანაბრად მკაცრად იყოს დარეგულირებული სიტუაცია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ერთი წლის შემდეგ გაიგონ, რომ ქორწილები და ქელეხები მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ეპიდემიის გაზრდაზე. აქედან გამომდინარე, შეიძლება წუხილი და დღესასწაულები გადავდოთ იმ პერიოდისთვის, როცა არ იქნება ეპიდსიტუაცია კრიტიკული.

ვხედავთ, რომ წარმატებით მოვახერხეთ სიტუაციის დასტაბილურება, თუმცა მოქალაქეებისთვის რატომღაც ეს დადებითი მესიჯი გახდა და ისევ დავუბრუნდით ცხოვრების ჩვეულ რიტმს, რის უფლებასაც პანდემია არ გვაძლევს. საქართველოს მთავრობას ნამდვილად არ უნდა, მიმართოს ისეთ მკაცრ შეზღუდვებს, როგორიც გვქონდა შარშან გაზაფხულსა და ზამთარში. აქ მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების აქტიური ჩართულობა: პირბადის გამოყენება, სოციალური დისტანცია, პირადი ჰიგიენა.“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system