თავში

ვინ აჩუქა ბინა 9 აპრილის გმირს

ვინ აჩუქა ბინა 9 აპრილის გმირს
ვინ აჩუქა ბინა 9 აპრილის გმირს

ლელა ვეფხვაძეს, რომელმაც 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული სიმღერა - "სალაღობო" შეასრულა ბინა უყიდეს.

ვეფხვაძე 27 წელი უსახლ-კაროდ, ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა. 

ფონდმა "ქართუმ" 9 აპრილის მონაწილეს, ვარკეთილში, ოთხოთახიანი ბინა შეუძინა.

კამპანიაში ჩართული იყო ასევე 9 აპრილის მონაწილე ნანა მახარაძე, შავდროშიანი გოგონა მეჩითოვის ცნობილი ფოტოდან. 

ნანა მახარაძე სოციალურ ქსელში წერს: ჩვენ ეს შევძელით. ყველამ ერთად. 9 აპრილის გმირ ქალბატონს ოცნება ავუსრულეთ. გილოცავთ,მიყვარხართ და მეამაყებით!!!"- წერს მახარაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system