თავში

ვინ არიან აჭარაში კორონავირუსით გარდაცვლილები

ვინ არიან აჭარაში კორონავირუსით გარდაცვლილები
ვინ არიან აჭარაში კორონავირუსით გარდაცვლილები

კორონავირუსით გარდაცვალების 22 ახალი შემთხვევიდან ექვსი აჭარაში დაფიქსირდა, - ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.  

მათგან სამი პაციენტი ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში გარდაიცვალა, ერთი კლინიკა „მედცენტრში“, ერთი - სამედიცინო ცენტრში, ერთი - რესპუბლიკურ საავადმყოფოში. 

რესპუბლიკურ საავადმყოფოში 66 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში COVID-19-ის დიაგნოზით 30 ოქტომბერს შეიყვანეს. პაციენტის ანამნეზის თანახმად, მას აღენიშნებოდა: მწვავე პნევმონია დაუზუსტებელი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, თირკმლის მწვავე უკმარისობა, გულის ათეროსკლეროზული დაავდება, მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი, გულის ქრონიკული უკმარისობა, სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი.

კლინიკა „მედცენტრში“ 83 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი 3 ოქტომბერს მოთავსდა. მას აღენიშნებოდა ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შოკი დაუზუსტებელი, თირკმლის მწვავე უკმარისობა. არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა.

ბათუმის სამედიცინო ცენტრში 83 წლის ქალი 28 ოქტომბრიდან მკურნალობდა. მისი დიაგნოზია COVID-19, პირველადი ჰიპერტენზია.
ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში 78 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი გარდაიცვალა, რომელმაც კლინიკას 28 ოქტომბერს მიმართა. მას აღენიშნებოდა: COVID-19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, ესენციური ჰიპერტენზია, თირკმლის მწვავე უკმარისობა.

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში გარდაიცვალა 78 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი, რომელსაც აღენიშნებოდა: პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციურლი, დისტრეს სინდრომი, ესენციური ჰიპერტენზია, თირკმლის მწ. უკმარისობა.

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში გარდაცვლილი პაციენტი 76 წლის ქალია, რომლის დიაგნოზია: COVID-19, პნევმონია, ვენური უმარისობა, ესენციური ჰიპერტენზია, ინსულინდამოკიდებლი, სიმსუქნე, გულის უკმარისობა.

ამავე ჰოსპიტალში გარდაცვლილი მესამე პაციენტი 84 წლის კოვიდინფიცირებული ქალია, რომელიც კლინიკაში 26 ოქტომბერს მოთავსდა. მის ანამნეზში ნათქვამია, რომ პაციენტს COVID-19-თან ერთად, აღენიშნებიდა: პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, ინსულინდამოკიდებული, ესენციური ჰიპერტენზია, გულის მწვავე უკმარისობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system