თავში

ვინ არიან აჭარაში კორონავირუსით გარდაცვლილები

ვინ არიან აჭარაში კორონავირუსით გარდაცვლილები
ვინ არიან აჭარაში კორონავირუსით გარდაცვლილები

გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით გარდაცვლილი 11 პაციენტიდან 3 ბათუმში გარდაიცვალა.  63 წლის კაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა, დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ 19, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, შოკი.

კიდევ ერთი გარდაცვლილი 55 წლის ქალი, ბათუმის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა. დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ 19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, პნევმონია დაუზუსტებელი, გულის გაჩერება. ჰიპერტონული დაავადება, თავის ტვინის შუა არტერიის სინდრომი.

გუშინ საღამოს, 41 წლის ქალი ბათუმის კოვიდსასტუმროში გარდაიცვალა, პაციენტი უსიმპტომო იყო. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქალის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად თრომბოემბოლია სახელდება. 

შეგახსენებთ, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 15 327-მდე გაიზარდა.

246 პაციენტი გამოჯანმრთელდა და სულ, განკურნებულთა რაოდენობა 7 613-ს შეადგენს.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 11 პაციენტი, სულ გარდაცვლილია 124 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system