თავში

ვინ არიან ახალი ინფიცირებულები - მარინა ეზუგბაიას განცხადება

ვინ არიან ახალი ინფიცირებულები - მარინა ეზუგბაიას განცხადება
ვინ არიან ახალი ინფიცირებულები - მარინა ეზუგბაიას განცხადება

კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან ერთის დაინფიცირების წყარო უცნობია და მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა წყაროს დასადგენად - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განაცხადა.

მარინა ეზუგბაიას თქმით, ქვეყანაში 6 კრიტიკული პაციენტი რჩება, ხოლო 22-ის მდგომარეობა მძიმეა.

"ქვეყანაში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ახალი შემთხვევების განაწილება ასეთია, - ოთხის დაინფიცირების წყარო გახლავთ ლენჯერი, სამი პაციენტი არის შემოტანილი შემთხვევა, აქედან ერთი არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, ერთი შემთხვევა სამედიცინო პერსონალი გახლავთ აფხაზეთიდან და ერთ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდ კვლევა წყაროს დასადგენად და კონტაქტების მოსაძიებლად. 

გამოჯანმრთელებულთა რიცხვი გაიზარდა ათით. კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 245 ადამიანი, აქედან 6 არის კრიტიკულად მძიმე პაციენტი, 22-ის მდგომარეობა არის მძიმე, დანარჩენი პაციენტები არიან საშუალო და მსუბუქი სიმძიმისა "- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ 

საქართველოში კორონავირუსით ნფიცირებულთა რაოდენობა 1370-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 10 ადამიანი და განკურნებულთა რაოდენობა 1108-ს შეადგენს. ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაცვლილია 17 პაციენტი.
 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system