თავში

ვინ არიან ახალი ინფიცირებულები - მარინა ეზუგბაიას განმარტება

ვინ არიან ახალი ინფიცირებულები - მარინა ეზუგბაიას განმარტება
ვინ არიან ახალი ინფიცირებულები - მარინა ეზუგბაიას განმარტება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევიდან ერთი იმპორტირებულიაა და ის სატვირთო ავტომობილის მძღოლია. 

ორ შემთხვევასთან დაკავშირებით ჩაღრმავებული ეპიდკვლევა მიმდინარეობს.

„დღეს სამი ახალი დადასტურებული შემთხვევაა და შემთხვევათა რაოდენობა 1006-ია. ერთი არის შემოტანილი შემთხვევა, კვლავ სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ორ შემთხვევასთან დაკავშირებით წყაროს კვლევა გრძელდება.

გუშინ ჩვენ გყავდა 26 დადასტურებული პაციენტი, აქედან 3 გამოჯანმრთელდა და 2 პაციენტი გადაყვანილია თავის ქვეყანაში. ჩვენ გვყავდა თურქეთიდან სატვირთო ავტომობილის მძღოლები, რომელთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, პროგრესირება არ შეინიშნებოდა და შესაძლებელი გახდა მათი გადაყვანა“,- განაცხადა ეზუგბაიამ. 

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და რეგისტრირებულ შემთხვევათა რაოდენობა 1 006-მდე გაიზარდა.

გარდა ამისა, გამოჯანმრთელდა 10 ადამიანი და სულ განკურნებულთა რაოდენობა შეადგენს 883-ს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსისგან გარდაცვლილია 15 პაციენტი, ხოლო საზღვარგარეთ - საქართველოს 16 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმში 5 640 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 244, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system