თავში

ვინ არიან ახალი ინფიცირებულები - მარინა ეზუგბაიას განცხადება

ვინ არიან ახალი ინფიცირებულები - მარინა ეზუგბაიას განცხადება
ვინ არიან ახალი ინფიცირებულები - მარინა ეზუგბაიას განცხადება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევიდან 9-ვე იმპორტირებულია. 

9 ინფიცირებულიდან 5 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

„დაგვემატა 9 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებული არ გვყავს. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 151 პაციენტი მკურნალობს. 9 ახალი შემთხვევიდან 9-ვე შემოტანილი, ანუ იმპორტირებულია. ყველას დიაგნოსტირება მოხდა საკარანტინო სივრცეში. ამ 9-დან 5არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი.

ჩვენს ცენტრში დაგვემატა 3 ახალი შემთხვევა და ამ ეტაპზე 25 პაციენტი გვყავს. 3-ვეს მდგომარეობა არ არის მძიმე, არამედ საშუალოზე მსუბუქია, დანარჩენ პაციენტებთანაც არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება, მათი მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 973 გახდა.

ქვეყანაში კორონავირუსი კიდევ 2-მა ადამიანმა დაამარცხა და განკურნებულთა რაოდენობა 846-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსით 15 ადამიანია გარდაცვლილი.

კარანტინის რეჟიმში 4851 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –231.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system