თავში

ვინ არიან ახალი ინფიცირებულები - ყველას წყარო ცნობილია - VIDEO

ვინ არიან ახალი ინფიცირებულები - ყველას წყარო ცნობილია
ვინ არიან ახალი ინფიცირებულები - ყველას წყარო ცნობილია - VIDEO

კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან ყველას ინფიცირების წყარო ცნობილია - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განაცხადა.

მარინა ეზუგბაიას თქმით, დადასტურებული შემთხვევებიდან 7 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

"დაგვემატა 14 ახალი შემთხვევა და სულ 1278 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ამ ახალი შემთხვევებიდან ერთი არის გაჩიანის წყარო, 12 პაციენტის წყარო არის ლენჯერი და ერთი არის შემოტანილი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა ოთხი და გახდა 1058.

203 პაციენტი მკურნალობს კოვიდ ცენტრებში, ამ 203 პაციენტიდან შვიდის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო მძიმეთა სიაში არის 16 პაციენტი."- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი აცხადებს, რომ მათთან 38 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას.

"ჩვენს კლინიკაში დაგვემატა 6 დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა ერთი და ახლა გვყავს 38 პაციენტი. შინაგან საქმეთა სამინისტროდან გვყავს სამი პაციენტი და მათი მდგომარეობა სტაბილურია. ყაზბეგის პაციენტების მდგომარეობაც სტაბილურია, ჩვენთან შემოყვანილი სამივე შემთხვევაში პაციენტების დაინფიცირების წყარო ცნობილია"- აღნიშნა ეზუგბაიამ 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system