თავში

ვინ არიან ახალი ინფიცირებულები - მარინა ეზუგბაიას განცხადება

ვინ არიან ახალი ინფიცირებულები - მარინა ეზუგბაიას განცხადება
ვინ არიან ახალი ინფიცირებულები - მარინა ეზუგბაიას განცხადება

ქვეყანაში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევიდან ყველა შემოტანილია - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განუცხადა

მარინა ეზუგბაიას განცხადებით ამ დროისთვის კოვიდ ცენტრებში მკურნალობას 142 პაციენტი განაგრძობს.

"გუშინ ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 995 იყო, დაგვემატა მხოლოდ ოთხი ახალი დადასტურებული შემთხვევა და ამჟამად ქვეყანაში გახლავთ 999 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 13-ით გაიზარდა, იყო 857 და დღეს გვყავს 870 გამოჯანმრთელებული. დღევანდელი მონაცემებით კოვიდ ცენტრებში 142 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს. ეს ოთხი ახალი შემთხვევა შემოტანილია და ყველა სატვირთო ავტომობილის მძღოლია" - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ 

შეგახსენებთ,საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 999-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულებულთა რიცხვი 13-ით გაიზარდა და 870-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system