თავში

ვინ არიან ფილარმონიასთან აფეთქებისას დაშავებულები და გარდაცვლილი

ვინ არიან ფილარმონიასთან აფეთქებისას დაშავებულები და გარდაცვლილი
ვინ არიან ფილარმონიასთან აფეთქებისას დაშავებულები და გარდაცვლილი

ფილარმონიასთან მომხდარი უბედური შემთხვევა, პირველადი დათვალიერებით, შესაძლოა გამოეწვია კონდიცირების სისტემის მონტაჟის დროს, "ჟანგბადის ბალონის" აფეთქებას, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გარდაცვლილი ადამიანი სავარაუდოდ მუშაა.  

"რაც შეიძლება ვივარაუდოთ, აფეთქება შეიძლება გამოეწვია კონდენციონერის დამონტაჟებისას, აირის ბალონის აფეთქებას. დაზუსტებულ ინფორმაციას მოგვიანებით გავავრცელებთ. დაშავებულებიდან ორი არის მუშა, ერთი არის გამვლელი. გარდაცვლილი ადამიანი, სავარაუდოდ არის მუშა," - განაცხადა ვაჟა სირაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system