თავში

ვინ არიან კორონავირუსით დღეს გარდაცვილი პაციენტები

ვინ არიან კორონავირუსით დღეს გარდაცვილი პაციენტები
ვინ არიან კორონავირუსით დღეს გარდაცვილი პაციენტები

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად 7 პაციენტი გარდაიცვალა. აქედან 6 ადამიანი აჭარაში გარდაიცვალა, ხოლო 1 პაციენტი - კახეთში. 

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 75 წლის კაცი, ის კლინიკაში 16 ოქტომბერს შევიდა და 1 ნოემბერს გარდაიცვალა. დიაგნოზი/თანმხლები: Covid-19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, გულის ქრონიკული უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია.

ასევე რესპუბლიკურ საავადმყოფო გარდაიცვალა 87 წლის ქალი, რომელიც კლინიკაში შევიდა 28 ოქტომბერს და გარდაიცვალა 1 ნოემბერს. დიაგნოზი/თანმხლები: Covid-19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, გულის ათეროსკლეროზული დაავადება, გულის ქრ. უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 91 წლის ქალი, რომელიც კლინიკაში შევიდა 12 ოქტომბერს და გარდაიცვალა 1 ნოემბერს. დიაგნოზი/თანმხლები: კოვიდ19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ჭარბი წონა, არტ. ჰიპერტენზია, მარცხენა პარკუჭის მწ. უკმარისობა.

ბათუმის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა 54 წლის კაცი. პაციენტი კლინიკაში შევიდა 16 ოქტომბერს და გარდაიცვალა 1 ნოემბერს. დიაგნოზი/თანმხლები: კოვიდ19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, ღვიძლის მწვავე უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა.

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში გარდაიცვალა 70 წლის ქალი, რომელიც კლინიკაში შევიდა 19 ოქტომბერს და გარდაიცვალა 1 ნოემბერს. დიაგნოზი/თანმხლები: კოვიდ19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შაქრიანი დიაბეტი, ინსულინდამოკიდებული, ჭარბი წონა.

ბათუმის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა 69 წლის კაცი, კლინიკაში შევიდა 29 ოქტომბერს და გარდაიცვალა 1 ნოემბერს. დიაგნოზი/თანმხლები: კოვიდ19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის უკმარისობა ინსულტი, ინფაქრტი, ესენციური ჰიპერტენცია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system