თავში

ვინ არიან თბილისში კორონავირუსთი გარდაცვლილი პაციენტები

ვინ არიან თბილისში კორონავირუსთი გარდაცვლილი პაციენტები
ვინ არიან თბილისში კორონავირუსთი გარდაცვლილი პაციენტები

საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად, ბოლო 24 საათში, 20 პაციენტი გარდაიცვალ, - ამის შესახებ მთავრობის კანცელარიაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

გარდაცვალების ოთხი შემთხვევა თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაფიქსირდა, მათგან კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი კლინიკაში შეყვანიდან უახლოეს პერიოდში გარდაიცვალა.

„ 63 წლისა კაცი, კლინიკაში შევიდა:13 ოქტომბერს, გარდაიცვალა: 28 ოქტომბერს დიაგნოზი/თანმხლები: COVID 19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს-სინდრომი, შაქრიანი დიაბეტი, არტ. ჰიპერტენზია.

71 წლის კაცი, კლინიკაში შევიდა:11 ოქტომბერს, გარდაიცვალა: 28 ოქტომბერს დიაგნოზი/თანმხლები: COVID 19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა,რესპირაციული დისტრეს-სინდრომი, გულის ქრ. უკმარისობა, გულის ათეროსკლეროზული დაავადება, პარკინსონი დაავადება.

76 წლის კაცი, კლინიკაში შევიდა: 27 ოქტომბერს, გარდაიცვალა: 28 ოქტომბერს დიაგნოზი/თანმხლები: COVID 19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვიუს მწვავე უკმარისობა,რესპირაციული დისტრეს-სინდრომი, შაქრიანი დიაბეტი, არტ. ჰიპეტენზია, გულის ათეროსკლ. დაავადება.

75 წლის ქალი, კლინიკაში შევიდა:28 ოქტომბერს, გარდაიცვალა იმავე დღეს დიაგნოზი/თანმხლები: COVID 19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს-სინდრომი“,- აღნიშნულია განცხადებაში

გარდაცვალების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა კლინიკა "მედცენტრში", მას რამდენიმე თანმხლები დაავადება ჰქონდა, რომლის გართულებების გამო პაციენტის მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა.

„73 წლის კაცი, კლინიკაში შევიდა: 23 ოქტომბერს, გარდაიცვალა:28 ოქტომბერს დიაგნოზი/თანმხლები: COVID 19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შოკი დაუზუსტებელი, ღვიძლის მწვავე უკმარისობა. არტერიული ჰიპერტენზია, ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი, გნოზიულის უკმარისობა, საძილე არტერიის ოკლუზია და სტენოზი“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system