თავში

ვინ არიან კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტები

ვინ არიან კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტები
ვინ არიან კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტები

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა, მათგან ორი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორივე პაციენტს თანმხლები დაავადება ჰქონდა, რის გამოც მათი მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა.

"55 წლის ქალი, ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მოთავსდა 6 ოქტომბერს. დიაგნოზი: COVID -19, პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა. თანმხლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა, ჰიპერტონული დაავადებები. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

61 წლის ქალი, ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მოთავსდა პირველ ოქტომბერს. დიაგნოზი: COVID -19, პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა. თანმხმლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა, მე-4 ხარისხის სიმსუქნე, ჰიპერტონული დაავადებები. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა",- აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

კორონავირუსით 67 და 58 წლის პაციენტები გარდაიცვალნენ გორში, რომელთაც ექიმების განმარტებით, თანმხლები დაავადებები ჰქონდათ. 

კიდევ ერთი, 68 წლის პაციენტი გარდაიცვალა ბათუმში.

კორონავირუსით გარდაიცვალა 81 წლის ქალი ქუთაისშიც. პაციენტი კატასტროფის ბრიგადამ კლინიკაში 20 სექტემბერს, ბათუმის კლინიკიდან გადაიყვანა. 

,,პაციენტი კლინიკაში შემოიყვანეს ორმხრივი პნევმონიით, სუნთქვის მწვავე უკმარისობით, გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით. მას ასევე აღენიშნებოდა მოციმციმე არითმია პაროქსიზმული ფორმით, ორმხრივი ჰიდროთორაქსი, სარქვლოვანი მანკები და ჰოდროპერიკარდიუმი 25 სექტემბერს პაციენტი გადავიდა მართვით სუნთქვაზე. ექიმების მცდელობისა და გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა", - აცხადებენ კლინიკა ,,ბომონდში".

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 10752-მდე გაიზარდა. 

გამოჯანმრთელდა 313 პაციენტი და საერთო რაოდენობა 5866-ს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system