თავში

ვინ არის 15 ახალი ინფიცირებული - მარინა ეზუგბაიას განცხადება

ვინ არის 15 ახალი ინფიცირებული - მარინა ეზუგბაიას განცხადება
ვინ არის 15 ახალი ინფიცირებული - მარინა ეზუგბაიას განცხადება

კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან 9 სვანეთში მოგზაურობას უკავშირდება, ოთხი კი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია - ამის შესახებ ჟურნალისტების თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცონო დირექტორმა განუცხადა.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კიდევ ერთი ახალი ინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ერთის ინფიცირების წყარო კი, უცნობია.

„9 დადასტურებული შემთხვევის მიზეზი არის მოგზაურობა ეპიდაფეთქების ზონაში, ანუ სვანეთში. 4 შემთხვევა არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 1 გახლავთ შემოტანილი და ის სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ერთ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდკვლევა კონტაქტების მოძიებისა და წყაროს დადგენის მიზნით“ - განაცხადა ეზუგბაიამ 

მისივე თქმით, ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 216 ინფიცირებული რჩება, ერთი პაციენტის მდგომარეობა გუშინ გაუმჯობესდა, ხოლო ექვსის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია. 

„დღევანდელ დღეს კოვიდცენტრებში 216 პაციენტი მკურნალობს. მათი განაწილება სიმძიმის მიხედვით ასეთი გახლავთ – გუშინ გვყავდა შვიდი კრიტიკული პაციენტი, ერთი პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის განიხილება როგორც მძიმე პაციენტი. ამიტომ, კრიტიკული პაციენტების რაოდენობა არის ექვსი. მძიმე პაციენტების რაოდენობა არის 19. ამ პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და მათთან დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება.

ჩვენი ცენტრის მონაცემებს რაც შეეხება, გუშინ ჩვენ გვყავდა 31 დადასტურებული პაციენტი, ახალი პაციენტი ჩვენთან არ მოთავსებულა, გამოჯანმრთელდა ორი და დილის მონაცემებით 29 დადასტურებული პაციენტი გვყავს. ასევე, სამი მძიმე პაციენტი გვყავდა, მათგან ერთი აღარ განიხილება როგორც მძიმე და მისი მდგომარეობა უკვე საშუალო სიმძიმის გახლავთ. ამ ეტაპზე კლინიკაში გვრჩება ორი მძიმე პაციენტი, მათი მდგომარეობა სტაბილურია. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system