თავში

ვინ არის 38 ახალი ინფიცირებული - მარინა ეზუგბაიას განცხადება - VIDEO

ვინ არის 38 ახალი ინფიცირებული - მარინა ეზუგბაიას განცხადება
ვინ არის 38 ახალი ინფიცირებული - მარინა ეზუგბაიას განცხადება - VIDEO

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 38 ახალი ინფიცირებულიდან 22 ბათუმის საკონდიტრო "დონას" კლასტერია. 

მისივე ინფორმაციით, 5 პაციენტის ინფიცირების წყარო და კონტაქტები ამ ცნობილი არ არის. 

"დაგვემატა 38 ახალი შემთხვევა. იყო 1510 და ახლა გახლავთ 1548 შემთხვევა. ამ 38 დადასტურებული შემთხვევის განაწილება ასეთია - 22 არის ბათუმის საკონდიტრო მაღაზია "დონას" კლასტერიდან, 7 შემთხვევა გახლავთ დაავადებულ პაციენტთან კონტაქტი, 4 შემთხვევა გახლავთ შემოტანილი, აქედან 2 სატვირთო ავტომობილის მძღოლია, 5 პირზე მიმდინარეობს კვლევა კონტაქტების მოძიებია და წყაროს დადგენის მიზნით" - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. 

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 38 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system