თავში

ვინ არის აჭარაში კორონავირუსით გარდაცვლილი 8 პაციენტი

ვინ არის აჭარაში კორონავირუსით გარდაცვლილი 8 პაციენტი
ვინ არის აჭარაში კორონავირუსით გარდაცვლილი 8 პაციენტი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში COVID19-ით 8 ადამიანი ადამიანი გარდაიცვალა.

მათი ცნობით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 79 წლის კაცი, რომელიც კლინიკაში 13 ოქტომბერს შევიდა და 26 ოქტომბერს გარდაიცვალა. მისი დიაგნოზი იყო: COVID19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი.

ასევე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 82 წლის კაცი. კლინიკაში შევიდა 9 ოქტომბერს, გარდაიცვალა: 27 ოქტომბერს. დიაგნოზი: COVID19, , პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, გულის გაჩერება. თანმხლები: ფილტვის სიმსივნე.

მესამე პაციენტი, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 78 წლის ქალია. ის კლინიკაში შევიდა 14 ოქტომბერს შევიდა და 26 ოქტომბერს გარდაიცვალა. დიაგნოზი: COVID19, ორმხრივი, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, რესპირატორული დისტრეს-სინდრომი, შოკი. თანმხლები: შაქრიანი დიაბეტი.

აჭარაში, ინფექციური საავადმყოფოში გარდაიცვალა 65 წლის კაცი, რომელიც კლინიკაში შევიდა 26 ოქტომბერს მოათავსეს, გარდაიცვალა 26 ოქტომბერს. დიაგნოზი. COVID19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე. უკმარისობა, გულის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, გულის გაჩერება, თანმხლები: გულის კორონალური სტენტირება.

კლინიკა „მედცენტრში“ გარდაიცვალა 76 წლის კაცი. ის კლინიკაში შევიდა 19 ოქტომბერს და გარდაიცვალა 27 ოქტომბერს. დიაგნოზი; ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება COVID19, ვირუსი ლაბორატორიულად დადასტურებული, ორმხრივი პნევმონია,სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს-სინდრომი, შოკი დაუზუსტებელი. თანმხლები დაავადებები: არტერიული ჰიპერტენზია, ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი, წინაგულთა ფიბრილაცია და თრთოლვა, მიოკარდიუმის გადატანილი ძველი ინფარქტი, აორტო-კორონარული შუნტირების შემდგომი პერიოდი.

ქობულეთის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა 71 წლის კაცი, გარდაცვალება: 27.10.2020. დიაგნოზი: COVID 19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის უკმარისობა. თანმხლები: მოციმციმე არითმია, გულის კორნალური სტენტირება.

ქობულეთის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა კიდევ ერთი პაციენტი, 65 წლის კაცი, კლინიკაში შევიდა 25 ოქტომბერს და გარდაიცვალა 27 ოქტომბერს. დიაგნოზი: COVID 19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მოციმციმე არითმია მუდმივი ფორმა, მარცხენამხრივი ჰემიპარეზი, ინსულტის შემდგომი მდგომარეობა.

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში გარდაიცვალა 73 წლის ქალი, კლინიკაში შევიდა 17 ოქტომბერს და გარდაიცვალა 27 ოქტომბერს. დიაგნოზი: COVID19, ორმხრივი, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, რესპირატოლი დისტრეს-სინდრომი, შოკი. თანმხლები: თავის ტვინის ინფარქტი, ესენიცური ჰიპერტენზია.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 23 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 32 127 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 12 632, გარდაიცვალა 238 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 3 769 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3 832, კოვიდ-სასტუმროში – 2 249, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system