თავში

ვინ არის აჭარაში კორონავირუსით გარდაცვლილი ოთხი პაციენტი

ვინ არის აჭარაში კორონავირუსით გარდაცვლილი ოთხი პაციენტი
ვინ არის აჭარაში კორონავირუსით გარდაცვლილი ოთხი პაციენტი

საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვლილი 18 პაციენტიდან 4 აჭარაში მკურნალობდა. მათ შესახებ ინფორმაციას ა/რ-ის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

მათ შორისაა 89 წლის მამაკაცი, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში 30 ოქტობნერს მწვავე პნევმონიითა და სუნთქვის მწვავე უუმარისობით შეიყვანეს. მის დიაგტნოზში აღნიშნულია გულის ქრ. უკმარისობა, ინსულტი-გადატანილი. პაციენტი 6 ნოემბერს გარდაიცვალა. 

55 წლის მამაკაცი ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში 9 ოქტომბერს შეიყვანეს მწვავე პნევმონიითა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით. მის დიაგნოზში აღნიშნულია შაქრიანი დიაბეტი, ინსულინდამოკიდებული, ვენების ემბოლია და თრომბი. პაციენტი 6 ნოემბერს გარდაიცვალა. 

84 წლის ქალი ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში 26 ოქტომბერს შეიყვანეს მწვავე პნევმონიითა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით. მის დიაგნოზში აღნიშნულია რესპირაციული დისტრეს სინდრომი. შაქრიანი დიაბეტი, ინსულინდამოკიდებული, თირკმლის მწ. უკმარისობა. პაციენტი 6 ნოემბერს გარდაიცვალა. 

39 წლის ქალი, რომელიც ბათუმის სამედიცინო ცენტრში 3 ნოემბერს შეიყვანეს მწვავე პნევმონიითა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით. მის დიაგნოზში აღნიშნულია  შოკი დაუზუსტებელი, ესენციური ჰიპერტენზია. პაციენტი 6 ნოემბერს გარდაიცვალა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system