თავში

ვინ არის კორონავირუსით დღეს გარდაცვლილი მესამე პაციენტი

ვინ არის კორონავირუსით დღეს გარდაცვლილი მესამე პაციენტი
ვინ არის კორონავირუსით დღეს გარდაცვლილი მესამე პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი ბათუმში გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი 39-ე პაციენტი, 60 წლის ქალია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

პაციენტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

სულ ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაცვლილია 39 პაციენტი.

დღეს, საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 6192-მდე გაიზარდა.

ქვეყანაში კორონავირუსი კიდევ 796-მა ადამიანმა დაამარცხა და ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3120-ს შეადგენს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system