თავში

ვინ არის ექთანი, რომელიც ვაქცინაციის შემდეგ კომაში ჩავარდა - VIDEO

ვინ არის ექთანი, რომელიც ვაქცინაციის შემდეგ კომაში ჩავარდა
ვინ არის ექთანი, რომელიც ვაქცინაციის შემდეგ კომაში ჩავარდა - VIDEO

ახალგაზრდა ექთანი, რომელიც ახალციხეში, "იმედის" კლინიკაში "ასტრაზენეკას" ვაქცინის გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა 27 წლის წლის მეგი ბაქრაძეა. 

ახალგაზრდა ექთანი ადიგენში ცხოვრობდა და მუშაობდა, ახალციხეში ის სპეციალურად, ვაქცინაციისთვის ჩავიდა. 

აქცინის გაკეთებამდე 1 საათით ადრე სატელევიზიო კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ვაქცინაციის პროცესი არ არის ისეთი საშიში, როგორც ამას ამბობენ.

მედდამ ასევე აღნიშნა, რომ მრავალ სხვა მედიკამენტს შეუძლია უკუჩვენების გამოწვევა.

"ეს ვაქცინაცია გრძელდება, ჯანმო-მაც ასე გადაწყვიტა. მოვუწოდებთ ყველას, რომ გაიკეთოს ვაქცინა.

ზოგადად, ათას რამეს აქვს უკუჩვენება, ათას მედიკამენტს, ამიტომ არამგონია, ასეთი საშიში იყოს, როგორც ახლა ამბობენ. ყველას მოვუწოდებ გაიკეთოს ვაქცინა, აქტივობა დაბალია, რადგან ბევრმა უკვე გადაიტანა ეს ვირუსი და არ ჩქარობენ, მოიმატებს აქტივობა"- აცხადებდა კლინიკა "იმედის" მედდა მეგი ბაქრაძე.

ახალგაზრდა ექთანი, რომელსაც ახალციხის "იმედის" კლინიკაში ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ ალერგიული შოკი განუვითარდა განუვითარდა.

პაციენტი ამ წუთებში კატასტროფის ბრიგადას დედაქალაქში გადაჰყავს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ექიმები ყველაფერს გააკეთებენ პაციენტის სიცოცხლის შესანარჩუნებლად. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system