თავში

ვინ არის ფილარმონიასთან აფეთქებისას დაღუპული

ვინ არის ფილარმონიასთან აფეთქებისას დაღუპული
ვინ არის ფილარმონიასთან აფეთქებისას დაღუპული

გუშინ, 4 სექტემბერს, ფილარმონიასთან მომხდარი აფეთქებისას დაღუპული 26 წლის ახალგაზრდა გიგა გრიგალაშვილია. მას მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა.

"სა­უ­კე­თე­სო შვი­ლი, სა­უ­კე­თე­სო ადა­მი­ა­ნი, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი კაცი იყო. ჩვენ­თვის უც­ნო­ბია, იქ რა მოხ­და, იმე­დია, გა­ირ­კვე­ვა, მაგ­რამ ეს ვე­რა­ნა­ი­რი ნუ­გე­შია დე­დის­თვის… ბორ­ჯომ­ში ცხოვ­რობს მისი ოჯა­ხი, არ ვიცი, რო­გორ უნდა მი­ვუ­სამ­ძიმ­რო დე­და­მისს. ამა­ზე დიდი ტრა­გე­დია რა უნდა მოხ­დეს", - ამბობს გრიგალაშვილის ახლობელი ხათუნა ნოზაძე.

გავრცელებული ინფორმაციით, გრიგალაშვილი და მისი თანამშრომლები კლუბ "დეჟა­ვუ­ში" კონ­დინ­ცი­ო­ნერს ამონ­ტა­ჟებ­დნენ და სწო­რედ ამ დროს აფეთ­ქდა ჟანგბა­დის ბა­ლო­ნი.

გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია.

ამ დრომ­დე კლი­ნი­კა­ში რჩე­ბა ორი და­შა­ვე­ბუ­ლი, მათ­გან ერ­თის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა და რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში იმყოფება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system