თავში

ვინ არის ქალი, რომელიც მესტიაში, ხევში გადაიჩეხა და დაიღუპა

ვინ არის ქალი, რომელიც მესტიაში, ხევში გადაიჩეხა და დაიღუპა
ვინ არის ქალი, რომელიც მესტიაში, ხევში გადაიჩეხა და დაიღუპა

მესტიაში გარდაცვლილი ტურისტი ქალი შვეიცარიის მოქალაქეა. მესტიის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, ის გარდაცვლილი 29 წლის იყო. 

"თხილამურებით იყვნენ ასულები ტურისტები და იქ გადაიჩეხნენ. გოგო გარდაიცვალა და ბიჭი გადარჩა," - განაცხადა მერმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, 112-ში შეტყობინება გულის უღელტეხილიდან შევიდა - ტურისტი მაშველების დახმარებას ითხოვდა. მისი თანმხლები ქალი ხევში სიმაღლიდან გადავარდა და გარდაიცვალა. მეხანძრე-მაშველებმა უღელტეხილზე მყოფი მამაკაცი ა.ვ. უვნებლად იპოვეს და ვერტმფრენში აიყვანეს. ხოლო, ხევში გადავარდნილი ქალის, ზ.გ-ს საძიებო-სამაშველო ოპერაცია დაუყონებლივ დაიწყეს. სამუშაოების შედეგად, ტერიტორიაზე აღმოჩენილ იქნა ქალის ცხედარი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system