თავში

ვინ არის ქართული სპორტის პირველი წარმომადგენელი, რომელიც კორონავირუსზე აიცრა - PHOTO

ვინ არის ქართული სპორტნავირუსზე აიცრა - PHOTO
ვინ არის ქართული სპორტის პირველი წარმომადგენელი, რომელიც კორონავირუსზე აიცრა - PHOTO

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით რესპუბლიკურ საავადმყოფოში საჯაროდ აიცრა.

ვაქცინაციის შემდეგ, მან მედიას განუცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილებით სპორტსმენებს მისცა მაგალითი. მისივე თქმით, ვაქცინაციის შემდეგ თავს კარგად გრძნობს. 

 „აცრის შემდეგ თავს კარგად ვგრძნობ, აღნიშნული ნაბიჯი კი გარდა კოვიდუსაფრთხოებისა, იმიტომ გადავდგი, რომ იმ ადამიანებს, განსაკუთრებით კი სპორტსმენებს მივცე მაგალითი, ასევე მათ, ვინც ვაქცინაციას სკეპტიკურად უყურებს“, - განაცხადა ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა.

ზურაბ კახაბრიშვილი საქართველოში, სპორტის სფეროს პირველი წარმომადგენელია, ვინც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა.

ფოტო: გიორგი ლაშაური

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system