თავში

ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი 32-ე პაციენტი

ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი 32-ე პაციენტი
ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი 32-ე პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 32-ე პაციენტი 57 წლის მამაკაცია, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. 

როგორც report.ge-ს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ განუცხადა, პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო და მას სხვა თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

,,პაციენტი თირკმლის ქრონიკული უკმარისობის გამო იყო დიალიზზე, თანმხლები დაავადება ჰქონდა დიაბეტი, ჰქონდა ორმხრივი პნევმონია. უტარდებოდა დიალიზის სეანსები, ერთი პერიოდი გამოსწორდა მდგომარეობა, თუმცა, ამ დილით გაუარესდა სუნთქვის კომპონენტი, მართვით სუნთქვაზე გადავიყვანეთ, მაგრამ გული გაჩერდა და ვერაფერი მოვახერხეთ. თავიდანვე ჩვენთან შემოიყვანეს, დაახლოებით 8 დღის წინ. ეს იყო დიალიზის პაციენტი, რომელსაც თირკმლის ქრონიკული უკმარისობის გამო ხანგრძლივი დროის განმავლობაში უტარდებოდა გეგმიური დიალიზი. ჩვენთან მოხვდა, როგორც მწვავე პროცესი, ერთი პერიოდი ძალიან გაუარესდა სუნთქვის კომპონენტი, გადავიდა რეანიმაციაში, შემდგომში იმკურნალა, გაუმჯობესდა მისი მდგომარეობა, მაგრამ ბოლო დღეა, ისევ დაიწყო სუნთქვის მოშლა და დადგა სამწუხარო შედეგი ", - განაცხადა ლევან გოფოძემ.

საქართველოში კორონავირუსით დღეს ოთხი პაციენტი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილია 32 ადამიანი. 

დღეს, საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5552-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 148-ით გაიზარდა და 2054 გახდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system