თავში

ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი 38-ე პაციენტი

ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი 38-ე პაციენტი
ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი 38-ე პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 38-ე პაციენტი 61 წლის ქალია. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

მათივე ინფორმაციით, პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში COVID -19-ის დიაგნოზით გვიან ღამით შეიყვანეს. პაციენტს ტოტალური პნევმონია, ჭარბი წონა, გულის უკმარისობა აღენიშნებოდა.

,,პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში მაშინვე გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა", - აცხადებენ უწყებაში.

სულ ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაცვლილია 38 პაციენტი.

დღეს, საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 6192-მდე გაიზარდა.

ქვეყანაში კორონავირუსი კიდევ 796-მა ადამიანმა დაამარცხა და ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3120-ს შეადგენს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system