თავში

ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი 32 წლის ქალი

ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი 32 წლის ქალი
ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი 32 წლის ქალი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ახალგაზრდა პაციენტი გარდაიცვალა.  

გარდაცვლილი 32 წლის თათია ხურციძეა, რომელიც ქუთაისში ცხოვრობდა და სამოქალაქო სექტორში საქმიანობდა. 

გარდაცვლილს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

პაციენტი კლინიკა ,,ჯერარსში" მკურნალობდა. როგორც report.ge-ს კლინიკაში განუცხადეს, პაციენტს ფილტვების მწვავე პნევმონია და სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა და დღე-ღამის განმავლობაში 23 ადამიანი გარდაიცვალა.

1,824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 32 127-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 1,262 პაციენტი და საერთო რაოდენობა 12 370-ს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system