თავში

ვინ არის კორონავირუსით დღეს გარდაცვლილი 37-ე პაციენტი

ვინ არის კორონავირუსით დღეს გარდაცვლილი 37-ე პაციენტი
ვინ არის კორონავირუსით დღეს გარდაცვლილი 37-ე პაციენტი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილი 37-ე პაციენტი ქუთაისის კლინიკა ბომონდში მკურნალობდა.

ენდელაძის განმარტებით, 69 წლის პაციენტს სასუნთქი სისტემის დაავადებები და მოციმციმე არითმია ჰქონდა. 

"მამაკაცი გარდაიცვალა ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში", იყო 69 წლის. რომელსაც ჰქონდა მძიმე, ორმხრივი პნევმონია, სასუნთქი სისტემის დაავადებების ფონზე მოციმციმე არითმია და მისი მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა" - განაცხადა მარინა ენდელაძემ. 

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად 37-ე პაციენტი გარდაიცვალა


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system