თავში

ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი 27-ე პაციენტი

ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი 27-ე პაციენტი
ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი 27-ე პაციენტი

გარდაცვლილი პაციენტი, 54 წლის კაცია, რომელიც  ბათუმის "რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში" მკურნალობდა, - ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, პაციენტი კლინიკაში შეყვანილი იქნა 20 სექტემბერს 15:45 საათზე, სასწრაფო სამედიცინო დახარების ბრიგადის მიერ, დიაგნოზით - სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხელება, ფილტვის 80%-ის დაზიანება. 

" პაციენტი პოსტრეანიმაციული ღონისძიებების შემდეგ მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში.

პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: მკერდ უკანა ჯირკვლის კიბო, სუნთქვის უკმარისობა, გულის უკმარისობა.

კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 25 სექტემბერს 10:00 საათზე," - აღნიშნულია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 27 პაციენტია გარდაცვლილი, ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა კი 4664-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 1759 პაციენტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system