თავში

ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი 3 ახალი პაციენტი

ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი 3 ახალი პაციენტი
ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი 3 ახალი პაციენტი

აჭარაში კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთ გარდაცვლილს, 62 წლის ქალს, პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა და მწვავე რესპირაციული დისტრეს-სინდრომი ჰქონდა. მას ასევე აღენიშნებოდა იშემიური ინსულტი ანუ თავის ტვინის ინფარქტი, კომა და თირკმლის უკმარისობა.

გადატანილი ჰქონდა მიოკარდიუმის ინფარქტი, აორტოკორონალური შუნტირება, გულის უკმარისობა. პაციენტის მდგომარეობა რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. 

52 წლის კაცის დიაგნოზი: COVID -19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. თანმხლები დაავდებები: თირკმლის ავთვისებიანი სიმსივნე. პაციენტის მდგომარეობა რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად.

84 წლის ქალის დიაგნოზი: COVID -19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. თანმხლები დაავდებები: გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია. პაციენტის მდგომარეობა რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system