თავში

ვინ არის ქუთაისში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი

ვინ არის ქუთაისში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი
ვინ არის ქუთაისში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი

ახალი კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული გართულებებით ქუთაისში 70 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

პაციენტი კლინიკაში 3 ოქტომბერს, დადასტურებული კოვიდინფექციით შემოიყვანეს. მამაკაცს ასევე აღენიშნებოდა ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია, ქრონიკული უკმარისობა, დილატაციური კარდიომიოპათია, აორტის სარქვლის ნაკლოვანება, არტერიული ჰიპერტენზია, ორმხრივი ჰიდროთორაქსი, სუნთქვისა და გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა.

“პაციენტს კლინიკაში შემოყვანისთანავე ყველა საჭირო მკურნალობა ჩაუტარდა, თუმცა სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ერთი თვე გავიდა, რაც “კლინიკა ბომონდში” კოვიდცენტრი ფუნქციონირებს. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში დადასტურებული კორონავირუსული ინფექციით 300-ზე მეტი პაციენტი მივიღეთ. აქედან, 170-მა პაციენტმა ვირუსი დაამარცხა და კლინიკა გამოჯანმრთელებულმა დატოვა. 30-მდე ქრონიკული დაავადების მქონე ხანდაზმული გავწერეთ გამოჯანმრთელებული, მათ შორის ყველაზე ხანდაზმული გახლავთ 88 წლის მამაკაცი. 95 წლის ქალბატონი გადის ამჟამად სტაციონარულ მკურნალობას, რომლის დინამიკაც დადებითია, მდგომარეობა უმჯობესდება და იმედი გვაქვს, რომ მასაც გამოჯანმრთელებულს გავწერთ ბინაზე,” - ამბობს კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.

ამ ეტაპზე აღნიშნულ კოვიდცენტრში 97 პაციენტი იმყოფება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system