თავში

ვინ არის მამაკაცი, რომელიც გაზგასამართი სადგურის აფეთქებისას დაშავდა?

ვინ არის მამაკაცი, რომელიც გაზგასამართი სადგურის აფეთქებისას დაშავდა?
ვინ არის მამაკაცი, რომელიც გაზგასამართი სადგურის აფეთქებისას დაშავდა?

45 წლის მამაკაცი, რომელმაც ნუცუბიძის პლატოზე მომხდარი აფეთქებისას სხეულის დამწვრობა მიიღო, კომპანია "ჩემპიონთა სახლის" თანამშრომელია. გაზგასამართი სადგურის გვერდით, სადაც ცოტა ხნის წინ აფეთქება მოხდა, აღნიშნული კომპანია კორპუსს აშენებს. ამჟამად ადგილზე ფასადის მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობდა. დაშავებული დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. 

აფეთქება ნუცუბიძის პლატოზე , კაფე "ვერდეს" მიმდებარედ გაზგასამართ სადგურზე მოხდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system