თავში

ვინ არის მამაკაცი, რომელიც საცხოვრებელ კორპუსში ხანძარს ემსხვერპლა

ვინ არის მამაკაცი, რომელიც საცხოვრებელ კორპუსში ხანძარს ემსხვერპლა
ვინ არის მამაკაცი, რომელიც საცხოვრებელ კორპუსში ხანძარს ემსხვერპლა

რუსთავის მე-12 მიკრორაიონში მდებარე ერთერთ კორპუსში ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა.

როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრისას კორპუსის სრული ევაკუაცია განხორციელდა. ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ საცხოვრებელ ბინაში აღმოჩენილია შუა ხნის მამაკაცის ცხედარი.

მეზობლების განცხადებით, გარდაცვლილი მამაკაცი 40 წლის იყო და მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. მათივე ინფორმაციით, მამაკაცი ხანძრის გაჩენით თავად იმუქრებოდა. 

ხანძრის დროს სახლში იმყოფებოდნენ მამაკაცის ოჯახის წევრები. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system