თავში

ვინ არის მცხეთასთან გარდაცვლილი სამი ქალი

ვინ არის მცხეთასთან გარდაცვლილი სამი ქალი
ვინ არის მცხეთასთან გარდაცვლილი სამი ქალი

მცხე­თას­თან მომხდარ ავა­რი­ას, სამი ახალ­გაზ­რდა ქა­ლის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა. მდინარე მტკვარში ავტომობილის გადავარდნის შედეგად დაიღუპნენ ბელა გე­გუ­ჩა­ძე, მა­რი­ამ როს­ტი­აშ­ვი­ლი და მაკა შუ­ბი­თი­ძე.

ბელა გე­გუ­ჩა­ძე მცხე­თის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის ექთანი იყო. ბოლო პე­რი­ოდ­ში კი კო­ვი­დცენ­ტრში მუშაობდა. ბე­ლას სამი შვი­ლი დარ­ჩა, მა­რი­ამს ორი და მა­კას ასე­ვე სამი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გზის სავალ ნაწილზე მოძრავი ავტომობილი მდინარე მტკვარში დაახლოებით 30 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება.ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. პირველი მორეაგირე ჯგუფის ინფორმაციით, ავტომობილი მთლიანად წყლით იყო დაფარული, რის გამოც მცხეთის მიმართულებით დამატებით გავიდნენ განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები და მყვინთავთა ჯგუფი, შესაბამისი ტექნიკითა და აღჭურვილობით. რამდენიმესაათიანი უწყვეტი საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა წყლის ფსკერზე, ავტომობილში მყოფი 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. მოგვიანებით, მყვინთავებმა კიდევ ერთი ცხედარი აღმოაჩინეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა 3-ვე ცხედარი წყლიდან ამოასვენეს. მდინარე მტკვრის ფსკერიდან ამოტანილია ავტომობილიც. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system