თავში

ვინ არის პირი, რომელსაც ჩაქვის სასტუმრო "ოაზისში" კორონავირუსი დაუდასტურდა

ვინ არის პირი, რომელსაც ჩაქვის სასტუმრო "ოაზისში" კორონავირუსი დაუდასტურდა
ვინ არის პირი, რომელსაც ჩაქვის სასტუმრო ოაზისში კორონავირუსი დაუდასტურდა

ჩაქვში, სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“ სადაც ერთ-ერთ ვიზიტორს კორონავირუსი დაუდასტურდა, ზომები გამკაცრდა.

შენობასთან პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იმყოფება, თავად სასტუმროში კი ეპიდემიოლოგებმა დაიწყეს მუშაობა. როგორც სასტუმროს მენეჯერმა report.ge-ს განუცხადა, ყველა დამსვენებელს PCR-ტესტირება ჩაუტარდება.

რაც შეეხება თავად ინფიცირებულს, ის ახალგაზრდა ქალია და სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია. ინფიცირებული სამედიცინო კონფერენციაში მონაწილეობდა, რომელიც ჩაქვის სასტუმრო "დრიმლენდ ოაზისში" იმართება. მას მაღალი ტემპერატურა გუშინ დაუფიქსირდა, რის გამოც სასტუმროში ეპიდემიოლოგები გამოიძახეს. ხოლო სასტუმრო, სადაც 900-მდე დამსვენებელი იმყოფება - ჩაკეტეს.  პირველი ტესტირებით მას ვირუსი არ დაუდასტურდა. 

რამდენიმე წუთში პაციენტს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანენ, მასთან უშუალო კონტაქტში მყოფი 5 პირი კი თვითიზოლაციაშია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system