თავში

ვინ არის ვერაზე მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელია

ვინ არის ვერაზე მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელია
ვინ არის ვერაზე მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელია

ვერაზე მოკლული ბიჭი 22 წლის ნიკა კვარაცხელიაა. ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.

Feedc ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული პლატფორმაა, რომელიც ხალხს მსოფლიო მასშტაბით ინფორმაციის გაცვლის თანაბარ შესაძლებლობას აძლევს.

კვარაცხელია გუშინ, 15 სექტემბერს დაჭრეს და კრიტიკულ მდგომარეობაში, ხეჩინაშილის კლინიკაში მოათავსეს. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა პაციენტის გადარჩენა ვერ შეძლეს და ის კლინიკაში დღეს გარდაიცვალა.

ირკვევა, რომ  ნიკა კვარაცხელიას თავდამსხმელი ნაქირავებ ბინასთან ელოდებოდა, კორპუსთან დაწყებული დაპირისპირების შემდეგ კი მან კვარაცხელიას მისამართით 8-9-ჯერ გაისროლა და ნიკოლაძის ქუჩიდან საკუთარი მანქანით მიიმალა.

კვარაცხელია ე.წ. კანონიერი ქურდის შვილია. უცნობია, უკავშირდება თუ არა შვილის მკვლელობა მამის საქმიანობას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system