თავში

ვინ არის ბათუმში კორონავირუსით გარდაცვლილი 41 წლის ქალი

ვინ არის ბათუმში კორონავირუსით გარდაცვლილი 41 წლის ქალი
ვინ არის ბათუმში კორონავირუსით გარდაცვლილი 41 წლის ქალი

ბათუმში, კორონავირუსით გარდაცვლილი 41 წლის ქალი ირმა თეთრაძეა, რომელიც ბათუმის მე-4 პოლიკლინიკაში მედდად მუშაობდა. 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქალი კოვიდ სასტუმროში 10 ოქტომბერს შეიყვანეს და ის უსიმპტომო პაციენტი იყო.

,,დაავადება მიმდინარეობდა უსიმპტომოდ. პაციენტი იმყოფებოდა სამედიცინო პერსონალის მხრიდან მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზია თრომბოემბოლია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბათუმში, კორონავირუსით 41 წლის ქალი კოვიდ სასტუმროში გუშინ გარდაიცვალა.

ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system