თავში

ვინ ჩამოვა საქართველოში? არ მაქვს ამ ქვეყანაში ცხოვრების სურვილი, შემაზიზღეთ! - ზაზა თელია

ვინ ჩამოვა საქართველოში? არ მაქვს ამ ქვეყანაში ცხოვრების სურვილი, შემაზიზღეთ! - ზაზა თელია
ვინ ჩამოვა საქართველოში? არ მაქვს ამ ქვეყანაში ცხოვრების სურვილი, შემაზიზღეთ! - ზაზა თელია

როგორი შარლატანიზმიც სუფევს ქართულ მედიცინაში, ასეთივე შარლატანიზმი სუფევს ქართულ მომსახურეობაში, ტურიზმში - ამის შესახებ ექიმი-დერმატოლოგი ზაზა თელია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ქვეყანაში, სადაც პაციენტებისა და ტურისტების "გაწესვას" ცდილობენ, არავინ ჩამოვა. ამასთან, ზაზა თელია წერს, რომ არათუ ტურისტებს, თავადაც აღარ აქვს საქართველოში ცხოვრების სურვილი.

"სამარცხვინო, გულისამრევი, ვინ ჩამოვა საქართველოში, აქ ხომ იმაზე ფიქრობენ როგორ გაწეწონ პაციენტი, როგორ გაწეწონ ტურისტი. ყველაფერზე წამსვლელი სამარცხვინო ინდივიდების გამო დაქცეულია ქვეყანა და ქაქის სუნი ასდის.თურქეთი? თურქები?თურქებს ედრებით? ვერასდროს ვერ მივალთ მათ დონემდე.არ მაქვს სურვილი ვიცხოვრო ამ ქვეყანაში, შემაზიზღეთ!!!!!იმის მაგივრად მადლობას მიხდიდეთ, თქვენი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, ჯიბეების დაზოგვისთვის ისეთ ინფორმაციას გიზიარებთ რომელიც ფასადაუდებელია, გამოდიხართ აქ და პატივისცემა დავკარგეო.მიმიფურთხებია თქვენი პატივისცემისთვის, შარლატანებს ეცით პატივი, მე არ მჭირდება" - წერს თელია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system