თავში

ვინ დააჯილდოვა პრეზიდენტმა ეროვნული და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიებით

ვინ დააჯილდოვა პრეზიდენტმა ეროვნული და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიებით
ვინ დააჯილდოვა პრეზიდენტმა ეროვნული და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიებით

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული პრემიისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის გამარჯვებულები დააჯილდოვა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართა და დაჯილდოვდნენ როგორც 2021 წლის ეროვნული პრემიისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიების ლაურეატები, ასევე 2020 წლის ეროვნული პრემიის ლაურეატები, რადგან გასულ წელს, პანდემიის გამო, დაჯილდეობის ცერემონია ვერ ჩატარდა.

2020 წელს საქართველოს ეროვნული პრემია მიენიჭათ: ალექსანდრე შენგელაიას - ნაშრომთა ციკლისათვის "მაღალტემპერატურული ზეგამტარებისა და დაბალგანზომილებიანი მაგნეტიკების ექსპერიმენტული კვლევა"; გიორგი კვესიტაძეს, გია ხატისაშვილსა და თინათინ სადუნიშვილს - ნაშრომისათვის "დეტოქსიკაციის ბიოქიმიური მექანიზმები უმაღლეს მცენარეებში, ფიტორემედიაციის საფუძველი".

2021 წელს საქართველოს ეროვნული პრემია მიენიჭათ: თედო გორგოძესა და ნოდარ ხორბალაძეს - სამეცნიერო-საცნობარო ნაშრომისათვის "ოფიცრის ატლასი"; რამაზ ქაცარავას, დავით ტუღუშსა და ვახტანგ ბერიძეს - სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისათვის "პოლიმერული ბიომიმეტიკები - ცილების ანალოგები მრავალპროფილიანი გამოყენებისათვის - დიზაინიდან კომერციალიზაციამდე".

ხოლო 2021 წელს შოთა რუსთაველის სახელობის პრემია მიენიჭათ: მაყვალა გონაშვილს - ლექსების კრებულისათვის "ძახილი", ორტომეული; თეიმურაზ გოცაძეს - მონუმენტური ფერწერული კომპოზიციისათვის "ვეფხისტყაოსნის" თემაზე; ვახტანგ კახიძეს - მუსიკალური ნაწარმოებისათვის „საშობაო ტრილოგია" მამაკაცთა და ბიჭუნათა გუნდებისა და სიმფონიური ორკესტრისათვის; ომარ ნაფეტვარიძესა და გიორგი ჯაფარიძეს - არქიტექტურული ნაწარმოებისათვის "ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი"; რაულ ჩილაჩავას - ლექსების კრებულისათვის "ბედის ფორმულა", შვიდწიგნეული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system