თავში

ვინ გადაურჩა შატილის ტრაგედიას

ვინ გადაურჩა შატილის ტრაგედიას
ვინ გადაურჩა შატილის ტრაგედიას

შატილის გზაზე შემზარავ ავარიას სამი ადამიანი გადაურჩა. 

23 წლის ხა­ტია დევ­სუ­რაშ­ვი­ლი, რომ­ლის და, მე­დეა ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფას ემსხვერ­პლა, თა­მარ არ­ღვლი­ა­ნი და ნატა თხე­ლი­ძე, ამ დროისთვის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კაში მკურნალობენ.

როგორც კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი აცხადებს, პა­ცი­ენ­ტე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა.

“სა­მი­ვე პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა რჩე­ბა სტა­ბი­ლუ­რად მძი­მე. ბოლო რამ­დე­ნი­მე სა­ა­თია უარ­ყო­ფი­თი დი­ნა­მი­კა არ ვლინ­დე­ბა, პი­რი­ქით, ჰე­მო­დი­ნა­მი­კის პა­რა­მეტ­რე­ბი სტა­ბი­ლუ­რი ხდე­ბა, წინა რამ­დე­ნი­მე სა­ათ­თან შე­და­რე­ბით.

ერთი პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა ფას­დე­ბა მძი­მედ, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან უარ­ყო­ფი­თი დი­ნა­მი­კა არ გვაქვს, ეს ნიშ­ნავს, რომ და­დე­ბით დი­ნა­მი­კას უნდა ვე­ლო­დოთ. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ უამ­რა­ვი გარ­თუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა წა­მო­ვი­დეს ამ პა­ცი­ენ­ტებ­თან, მე­დი­კო­სე­ბი ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ, რომ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის პრო­ცე­სი და­ი­წყოს რაც შე­იძ­ლე­ბა მალე”, – გა­ნა­ცხა­და ლე­ვან რა­ტი­ან­მა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system