თავში

ვინ მიიღებს ვაქცინის ბუსტერულ დოზას საქართველოში

ვინ მიიღებს ვაქცინის ბუსტერულ დოზას საქართველოში
ვინ მიიღებს ვაქცინის ბუსტერულ დოზას საქართველოში

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინის ე.წ ბუსტერ დოზის მიმღებებად უპირველეს ყოვლისა, სუსტი იმუნიტეტის მქონე მოქალაქეებს განიხილავენ.

მისივე განმარტებით მესამე, ანუ ბუსტერ დოზის მისაღებად მეორე ვაქცინაციიდან 6-8 თვე უნდა იყოს გასული. 

„ბუსტერ დოზებთან დაკავშირებით ერთი არის ტექნიკური გადაწყვეტილება ექსპერტების მხრიდან, რამდენად არის ეს დოზა აუცილებელი იმისთვის, რომ იმუნიტეტი იყოს მყარი ვაქცინაციის შემდეგ. ამასთან დაკავშირებით გარკვეული მხარდამჭერი მეცნიერული მტკიცებულებები არსებობს და საერთაშორისოდ არის 6-8-თვიანი ვადა რეკომენდებული მესამე დოზისთვის და უფრო ხშირად საუბარია სუსტი იმუნიტეტის მქონე პირებზე. ბუნებრივია, ჩვენთვისაც ეს იქნება პირველი ჯგუფი, ვისთანაც ვისაუბრებთ ბუსტერ დოზებზე. დანარჩენი დამოკიდებული იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებზე, რომლებიც ჯერჯერობით ცალსახა და მკაფიო ბუსტერ-დოზების მხარდაჭერასთან დაკავშირებით არ არის“, - განაცხადა გაბუნიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system