თავში

ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი 3 პაციენტი - VIDEO

ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი 3 პაციენტი - VIDEO
ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი 3 პაციენტი - VIDEO

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, საქართველოში კორონავირუსით 3 ადამიანი გუშინ გარდაიცვალა.

მისი თქმით, 2 პაციენტი ბათუმში, ხოლო ერთი თბილისში გარდაიცვალა. 

„გუშინ გარდაიცვალა 3 პაციენტი. აქედან 2 აჭარაში – 65 წლის და 70 წლის მამაკაცები. მათ თანხმლები დაავადებები ჰქონდათ, ერთს ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი მეორეს ინსულტი.  განვითარებული იყო მწვავე პნევმონია და სუნთქვის უკმარისობა, მათი მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა. ერთი ქალბატონი კი თბილისში გარდაიცვალა, 57 წლის, მასაც თანხმლები დაავადებები ჰქონდა“,- განაცხადა მარინა ენდელაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილია 31 ადამიანი. 

დღეს, საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5552-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 148 ადამიანი და განკურნებულთა რაოდენობა 2054-ს შეადგენს. .

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system