თავში

ვინ შეძლებს საქართველოდან თურქეთში გადასვლას

ვინ შეძლებს საქართველოდან თურქეთში გადასვლას
ვინ შეძლებს საქართველოდან თურქეთში გადასვლას

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თურქეთში გადასვლაზე დადებითი პასუხი 101 პირს მიეცა და რამდენიმე მათგანმა საქართველო-თურქეთის საზღვარი უკვე გადაკვეთა. 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში გამგზავრების მსურველებმა რეგისტრაციის პროცედურა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, ასევე აჭარის დასაქმების სააგენტოს დახმარებით abroadworkers.moh.gov.ge-ზე უნდა გაიარონ.

განაცხადს ავსებენ ის მოქალაქეები, რომლებმაც თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირისგან მოწვევა უკვე მიიღეს და ნოტარიულად ქართულ ენაზე დაამოწმეს.

როგორც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ სარფის საბაჟოზე განაცხადა, საქართველოს შესაბამისი უწყებები ყველაფერს აკეთებენ, რომ უმოკლეს ვადებში დასრულდეს ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა და იმ პირებმა, რომლებმაც უკვე მიიღეს მოწვევა თურქეთში მცხოვრები ფიზიკური ან იურიდიული პირის მხრიდან, მალე გადაკვეთონ საქართველო-თურქეთის საზღვარი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system