თავში

ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი 33-ე პაციენტი

ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი 33-ე პაციენტი
ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი 33-ე პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 33-ე პაციენტი 55 წლის ქალია, რომელიც 26 სექტემბრიდან ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

პაციენტის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პაციენტის დიაგნოზი COVID -19 იყო, მას ასევე ჰქონდა ორმხრივი ლიქვოროთორაქსი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა და შაქრიანი დიაბეტი.

,,პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, აორტოკორონარული შუნტის არსებობა, მიტრალური და სამკარიანი სარქველების ერთდროული დაზიანება, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, წითელი ქარი. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 29 სექტემბერს 01:30 საათზე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 5866-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 270-ით გაიზარდა და 2324 გახდა.

კორონავირუსის შედეგად საქართველოში 33 პაციენტია გარდაცვლილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system