თავში

"ვირუსი დაბრუნებას ცდილობს... 6-8 კვირაში ცეცხლი მოედება ყველაფერს" - კულუმბეგოვი

"ვირუსი დაბრუნებას ცდილობს... 6-8 კვირაში ცეცხლი მოედება ყველაფერს" - კულუმბეგოვი
ვირუსი დაბრუნებას ცდილობს... 6-8 კვირაში ცეცხლი მოედება ყველაფერს - კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ შეზღუდვები, რომელიც 8 თებერვლიდან შემსუბუქდა, გარკვეულ რისკებს შეიცავს. მისი პროგნოზით, იმ შემთხვევაში, თუ სათანადოდ არ იქნება დაცული დისტანიცა და პირბადის ტარების წესი, ვირუსის ახალი ტალღა 6-8 კვირაში ისევ იფეთქებს. 

კულუმბეგოვის თქმით, საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 70 პროცენტს შეადგენს და თუ ეს მონაცემი 90 პროცენტამდე არ გაიზრდება, ქვეყნის ჩაკეტვა ისევ დადგება დღის წესრიგში.

"ვირუსს თა­ვი­სი ბუ­ნებ­რი­ვი გავ­რცე­ლე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი, რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ინ­დექ­სი აქვს, რაც ამ ვირუ­სის­თვის და­ახ­ლო­ე­ბით 3,5%-ია და როცა ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ხე­ლოვ­ნუ­რად ჩა­მო­დის 1%-ზე ქვე­მოთ, ეს ნიშ­ნავს, რომ ქვე­ყა­ნა­ში ეპი­დე­მია ჩერ­დე­ბა. ახლა ჩვენ ამ ფა­ზა­ში ვართ. რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლის 1% პირ­ბა­დის ტა­რე­ბით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, და­ნარ­ჩე­ნი კი დის­ტან­ცი­ი­თა და სო­ცი­ა­ლუ­რი შე­ზღუდ­ვე­ბით.

ახლა ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის მხო­ლოდ პირ­ბა­დის ტა­რე­ბა­სა და დის­ტან­ცი­ის დაც­ვას ვი­ტო­ვებთ, რაც ძა­ლი­ან მკაც­რად თუ არ იქნა და­ცუ­ლი, ისევ მძი­მე რე­ა­ლო­ბა­ში აღ­მოვ­ჩნდე­ბით, რად­გან ვირუ­სი ცდი­ლობს და­უბ­რუნ­დეს თა­ვი­სი გავ­რცე­ლე­ბის ბუ­ნებ­რივ პო­ტენ­ცი­ალს და რო­გორც ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მივ­ცემთ, მომ­დევ­ნო 6-8 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ისევ ცე­ცხლი­ვით მო­ე­დე­ბა ყვე­ლა­ფერს. ახ­ლან­დე­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლით პირ­ბა­დის ტა­რე­ბა 70-72%-ია, თუ 90%-ზე ზე­მოთ არ ავიყ­ვა­ნეთ, ჩვე­ნი რი­ხი­ა­ნი სა­უ­ბა­რი შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნა­ზე ისევ ჩა­კეტ­ვა­ზე ლა­პა­რა­კით შე­იც­ვლე­ბა. ეს უკვე ნახა მთელ­მა მსოფ­ლი­ომ. ძა­ლი­ან დიდ რის­კზე მივ­დი­ვართ. ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ვაჭ­რო სივ­რცე­ე­ბის გა­კონ­ტრო­ლე­ბა, ბევ­რად მკაც­რად კი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის, სხვა თუ არა­ფე­რი, მგზავ­რე­ბი ფეხ­ზე მა­ინც არ უნდა იდ­გნენ და ამის­თვის ზო­მე­ბი მე­რი­ამ უნდა მი­ი­ღოს. თო­რემ მე­ქა­ნი­კუ­რი გახ­სნის შემ­დეგ მე­ქა­ნი­კუ­რად­ვე მოგ­ვი­წევს და­კეტ­ვა" - განაცხადა კულუმბეგოვმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system