თავში

ვირუსის გავრცელების დაბალი მაჩვენებლით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა

ვირუსის გავრცელების დაბალი მაჩვენებლით საქართველო ევროპაში პირველ ადგი
ვირუსის გავრცელების დაბალი მაჩვენებლით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა

ახალი კორონავირუსის გავრცელებითსა და გარდაცვლილთა ყველაზე დაბალი მაჩვენებლით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი კობახიძე აცხადებს. 

"საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა 1000 მოსახლეზე ინფიცირებულთა ყველაზე დაბალი მაჩვენებლით და 1000 მოსახლეზე გარდაცვლილთა ყველაზე დაბალი მაჩვენებლით.

ეს მაჩვენებლები რომ ყოფილიყო იტალიის, ესპანეთის, ბელგიის და მთელი რიგი სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსი, 3,7-მილიონიან საქართველოში კოვიდით უკვე 1500-2000 ადამიანი იქნებოდა გარდაცვლილი. დღეს კი, საქართველოში სიკვდილიანობა ამ ქვეყნებზე 300-ჯერ და 400-ჯერ დაბალია.

ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ საქართველოში უკვე გადავარჩინეთ 2000-მდე ადამიანის - ასეულობით მოხუცისა და ათეულობით ახალგაზრდის სიცოცხლე.

ეს არის ჩვენი ექიმების, დაწესებული შეზღუდვებისა და ხელისუფლების მიერ მიღებული სხვა დროული და ეფექტიანი ზომების დამსახურება",- წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ "ფეისბუკში".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system